|
2024-08-23 09:52:33, 393 ნახვა
მსოფლიო
ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო
კამალა ჰარისმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა ოფიციალურად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობის დასკვნით დღეს სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება. „ვიცი, რომ ამ საღამოს ჩვენ გვიყურებენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები და მინდა, თქვენ იცოდეთ: გპირდებით, რომ ვიქნები პრეზიდენტი ყველა ამერიკელისთვის“, – აღნიშნა ჰარისმა. სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრეზიდენტმა, ჰარისმა ისაუბრა თავის ბიოგრაფიაზე, საარჩევნო კამპანიის ძირითად საკითხებზე და თავისი მეტოქე, რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. კამალა ჰარისის განცხადებით, დონალდ ტრამპი არასერიოზული კაცია, თუმცა, მისი თქმით, ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება. ჰარისმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში "შესაძლებლობების ეკონომიკას" შექმნის და საშუალო კლასისთვის გადასახადებს შეამცირებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)