|
2024-08-22 16:15:42, 426 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, CNN-ის რეპორტიორისა და 2 უკრაინელი ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღძრა
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა [ФСБ] საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, CNN-ის რეპორტიორის ნიკ პეიტონ უოლშისა და ორი უკრაინელი ჟურნალისტის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსული სააგენტოების ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური რეპორტიორების შეყვანას საერთაშორისო ძებნილთა სიაშიც გეგმავს. “ჟურნალისტები კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში იმყოფებოდნენ და რეპორტაჟი გადაიღეს იმაზე, თუ რა ვითარება იყო იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ. იქამდე კი, 17 აგვისტოს რუსეთმა მსგავსი სისხლის სამართლის საქმე აღძრა იტალიელი ჟურნალისტების წინააღმდეგაც, რომლებიც ასევე სუჯაში რეპორტაჟის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას 15 აგვისტოს შემდეგ, უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)