|
2016-02-19 12:23:17, 756 ნახვა
სამართალი
პროკურატურაში ადასტურებენ, რომ უწყებაში შიდა საკადრო გადაადგილება მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული პროკურორების გადადგომაზე არ საუბრობენ
საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ უწყებაში შიდა საკადრო გადაადგილებების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ პროკურორების გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც ადასრურებენ და არც უარყოფენ. „გიდასტურებთ, რომ პროკურატურაში შიდა საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით. კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, - განმარტეს უწყების პრესცენტში. ცნობისთვის, დაუდასტურებელი ინფორმაციით, პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა გიზო უბილავამ და და ფოთის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე გოგუაძემ. არსებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორის თანამდებობაზე სავარაუდოდ ილია ჯალაღანიას კანდიდატურა განიხილება. ის გიზო უბილავას ჩაანაცვლებს, რომელიც სავარაუდოდ საქმიანობას გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაში გააგრძელებს. ფოთის პროკურატურას კი ალექსანდრე გოგუაძის ნაცვლად, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კოკაია უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დროისთვის პროკურორის მოადგილედ მუშაობს. სად გააგრძელებს ალექსანდრე გოგუაძე საქმიანობას, ამის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ჩვენ სამეგრელო-ზემო სვანეთისა საოლქო პროკურატურაში და ფოთის რაიონულ პროკურატურასთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა პროკურატურის ოფისებში „ექსპრესნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)