11:09 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-21 15:11:56, 421 ნახვა

მსოფლიო
სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით ინფიცირების 58 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში "დასავლეთ ნილოსის" ცხელებით ინფიცირების 58 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, სტეპან ატოიანმა განაცხადა. 

ატოიანის თქმით, 41 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი საშუალო სიმძიმის.

ვირუსის პირველი შემთხვევა 7 აგვისტოს არაგაწოტნის რაიონში დაფიქსირდა.

ამჟამად ვირუსის გავრცელების სავარაუდო არეალად არაგაწოტნის, არმავირისა და არარატის რაიონები მოიაზრება.

ვირუსის გავრცელება დაინფიცირებული კოღოების საშუალებით ხდება და ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics