16:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-19 12:50:25, 437 ნახვა

მსოფლიო
გერმანელი პოლიტიკოსები - მოვუწოდებთ მთავრობას, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ შეამციროს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, მიხაელ როთმა მოუწოდა გერმანიის ხელისუფლებას, არ შეამციროს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის.

როთის განცხადებით,  ეს იქნება ფატალური სიგნალი გერმანიის მთავრობის მხრიდან უკრაინის მიმართ, თუ მომავალ ფედერალურ ბიუჯეტში უკრაინის ახალი სამხედრო დახმარებისთვის თანხა გათვალისწინებული არ იქნება.

როთმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმია პირველად რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ გადავიდა შეტევაზე და ახლა ქვეყანას სჭირდება სრული მხარდაჭერა გერმანიისგან.

უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შეწყვეტა  სხვა გერმანელმა პოლიტიკოსებმაც გააკრიტიკეს. მათ შორის ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, ნორბერტ როტგენმა. მან მმართველი კოალიცია შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე, დონალდ ტრამპის სტილის პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულა.

კიევისთვის დამატებითი დახმარების შეწყვეტის გეგმა გააკრიტიკეს ასევე “მწვანეთა პარტიაში“, რომელიც გერმანიის მთავრობის შემადგენლობაში  შედის.

“უკრაინას აბსოლუტურად ცალსახად სჭირდება ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა მომავალშიც. ამისთვის უნდა უზრუნველყოთ ყველა საჭირო ფინანსური რესურსი“,- აღნიშნა ბუნდესტაგში “მწვანეთა“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ბრიტა ჰასელმანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics