|
2024-08-16 17:28:28, 428 ნახვა
საზოგადოება
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. “აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის. სხდომას ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ. საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები: №1 – „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი”; №2 – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის”; №3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”; №4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია”; №5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; №6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”; №7 – „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები”; №8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”; №9 – „ლელო საქართველოსთვის”; №10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”; №11 – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”; №12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო”; №13 – „საქართველოს სოციალ - დემოკრატიული პარტია”; №14 – „მესამე გზა”; №15 – „სამართლიანობისთვის”; №16 – „შეცვალე საქართველო”; №17 – „საქართველო”; №18 – „პროგრესი და თავისუფლება”; №19 – „დემოკრატთა ალიანსი”; №20 – „თავისუფალი საქართველო”; №21 – „ტრიბუნა”; №22 – „კანონი და სამართალი”; №23 – „თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა”; №24 – „მწვანეთა პარტია”; №25 – „გახარია საქართველოსთვის”; №26 – „მემარცხენე ალიანსი”; №27 – „ქართველ ერთობა”; №36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი”; №41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”; №48 – „ანა დოლიძე - ხალხისთვის”.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)