|
2024-08-16 17:04:17, 953 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - კურსკის ოლქში უკრაინის მოქმედებები სამართლიანი მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის ჩართვისთვის არის საჭირო
უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთის ტერიტორიების ოკუპაციით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. პოდოლიაკის თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის მოქმედებები საჭიროა, რომ რუსეთი სამართლიანი მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს. „უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსული ტერიტორიების ოკუპაციით - ეს ცხადია, რადგან უკრაინა მხოლოდ თავდაცვით ომს აწარმოებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. თუმცა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოტენციურ მოლაპარაკებებზე - ხაზს ვუსვამ პოტენციურს - ჩვენ მოგვიწევს რუსეთის დასმა მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენს პირობებზე. ჩვენ საერთოდ არ ვაპირებთ ხვეწნას: „გთხოვთ, დასხედით მოლაპარაკებებზე“. ამის ნაცვლად, გვაქვს იძულების გამოცდილი, ეფექტიანი საშუალებები. ეკონომიკურ და დიპლომატიურთან ერთად, ეს არის ასევე სამხედრო ინსტრუმენტი. რუსეთს მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხი უნდა მივაყენოთ. კურსკის რეგიონში ჩვენ ნათლად ვხედავთ, როგორ გამოიყენება ობიექტურად სამხედრო ინსტრუმენტი რუსეთის დასარწმუნებლად, ჩაერთოს სამართლიანი მოლაპარაკებების პროცესში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში და არა ტრადიციულ რუსულ პროპაგანდასა და კაპიტულაციის შანტაჟში“, - წერს პოდოლიაკი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)