|
2024-08-15 13:48:32, 429 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე - ბოლო 2 კვირაში, კორონავირუსი ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებადი ვირუსია - ამ პერიოდში ასეთი მატება უჩვეულოა
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე, კორონავირუსი ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებადი ვირუსია. როგორც ჩხაიძე ამბობს, კორონავირუსის "ასეთი სიჭარბე ამ სეზონისთვის უჩვეულოა" და "რთული სათქმელია, რამ გამოიწვია". "ბოლო ორი კვირის მანძილზე, კორონავირუსი არის ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებადი ვირუსი, რაც გარკვეულ წილად ზაფხულისთვის უჩვეულოა. აგვისტოს პერიოდში ასეთი მატება და ასეთი სიჭარბე კორონავირუსის მართლაც უჩვეულოა და ეს არ არსი დამახასიათებელი, ზოგადად, ამ სეზონისთვის. ამიტომ, თუ რამ გამოიწვია, რთული სათქმელია. შესაძლებელია, ამის უკან იდგეს უფრო მეტად გავრცელებადი, უფრო ადვილად გადამდები კორონავირუსის ვარიანტი. ძალიან გახანგრძლივდა, გრიპის იდენტიფიცირების პერიოდი და ჩვენ ივლისიც გვქონდა გრიპის შემთხვევა დაფიქსირებული, რაც მართლაც იშვიათია და წლევანდელი წელი ამ მხრივ მართლაც გამონაკლისია",- აცხადებს ჩხაიძე, რომლის კომენტარსაც "TV პირველი" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)