00:42 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-15 09:22:29, 355 ნახვა

საზოგადოება
კუს ტბის მიმდებარე ფერდობები და ველობილიკები დასუფთავდა

შპს “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა კუს ტბის მიმდებარე ფერდობები და ველობილიკები დაასუფთავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა  “თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამაც მიიღო.

“ძალიან დასანანია, რომ ასეთ რეკრეაციულ ზონებშიც გვხვდება საყოფაცხოვრებო და ინერტული ნარჩენი. დედაქალაქის მოსახლეობას და კერძო კომპანიებს მოვუწოდებთ, არ დატოვონ ნარჩენი ასეთ სივრცეებში და მოათავსონ მხოლოდ ახლომდებარე კონტეინერებში. არ არის ამაში რაიმე სირთულე, უბრალოდ ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად ვაზიანებთ ასე გარემოს. გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, ბუნებას და გარემოს, სადაც ვცხოვრობთ“,- აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

მსგავსი დასუფთავების აქციები თბილისის მასშტაბით ათივე რაიონში ეტაპობრივად იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics