|
2024-08-14 12:37:43, 482 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი ელისაშვილზე - ამორალური და ღირსებისგან დაცლილი კაცია, რომელსაც შეუძლია, მუხანათურად მოგეპაროს და ჩაგარტყას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მამუკა ხაზარაძის, ანა დოლიძის და ლევან ცუცქირიძის კოალიციში „ძლიერი საქართველო“, „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გაერთიანებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. წილოსანის შეფასებით, ელისაშვილი „ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი და იაფფასიანი პოპულისტია, ხოლო ცუცქირიძე, ყოველთვის ენმ-ის მსახური იყო". „კარგად დავაკვირდეთ ამ ფოტოს. განაპირას მდგარ ორ ადამიანზე რომ არაფერი ვთქვათ, მოდით, შუა ორზე მოგიყვებით. პირველი, ალეკო ელისაშვილი, სრულიად ამორალური და ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი კაცია, რომელსაც შეუძლია, მუხანათურად მოგეპაროს და ჩაგარტყას. ამასთანავე, იაფფასიანი პოპულისტია, რომელიც მარტივად ატყუებს ადამიანების გარკვეულ ნაწილს, თუმცა მცირე დროით… შემდეგ რომელიმე სხვა პარტიაში გადახტება და სხვის ფულებს ამოეფარება... პრინციპში, იმ ბრძენმა კაცმა რომ დაარიგა, ალეკო არ „შეგეშალოს” ( კულტურულად დავწერ ) რამეო, ყოველ ჯერზე, აშკარად ამ კაცის შიშს ამართლებს… მეორე კი, ლევან ცუცქირიძეა, რომელიც კარგად გემახსოვრებათ. ისეთი მხდალი არარაობაა, მეზობელია და აივნიდან დამალული მისტვენდა და პროვოკაციებს მიწყობდა… ფაქტია, მისთვის ქართული ღირებულებები არაფერს წარმოადგენს, „ნაცების" მსახური იყო თავის დროზე, მათ ფაშისტურ იდეებს ემსახურებოდა და არც არასდროს მოუშლია ამის კეთება. მთელი ეს პერიოდიც სწორედ ამას ემსახურებოდა თავისი ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციით და უცხოური დაფინანსებით. შეგახსენებთ, რომ სწორედ მან „გაუპრავა" პარალელური დათვლებით 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნები. ეტყობა, სწორედ ამ უნიკალური თვისებების გამო მიიწვია „ლელომ” 2024 წლის არჩევნებშიც. დარჩენილ ორზე არაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, ცუცქირიძე და ალეკო მათი პარტიის კოლექტიური სახეა”,- წერს წილოსანი.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)