|
2024-08-13 13:45:16, 345 ნახვა
საზოგადოება
Technovation Girls - გამარჯვებული გუნდი ბათუმიდან
“თიბისის“ მხარდაჭერით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ განხორციელდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულებს შორისაა გოგონების გუნდი ბათუმიდან, პროექტით AI Eyes - ეს სათვალე უსინათლოებს დამოუკიდებლად გადაადგილებას უმარტივებს. თამუნა ცინცხალაძემ, ლიზი შანიძემ, თამო ვერძაძემ და თეა ხარაბაძემ უსინათლოებისთვის შექმნეს აპლიკაცია, რომელიც სენსორულ სათვალეებს უკავშირდება. “სათვალეს შეუძლია, აღიქვას და მომხმარებელს უკარნახოს ახლოს მდებარე ობიექტების დასახელებები. ამისათვის სათვალე ეყრდნობა თავის სკანერს, რომელიც აპლიკაციას გადასცემს უცხო სხეულის გამოსახულებას, აპლიკაცია კი ამ ობიექტის შესახებ შესაბამის ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს“,- აღნიშნავენ გუნდის წევრები. აპლიკაციას ასევე აქვს წიგნის კითხვის ფუნქციაც - მომხმარებელი თავად ატვირთავს სასურველ წიგნებს, ჩაშენებული AI სისტემა კი მისთვის წაიკითხავს. ამ ეტაპზე აპლიკაცია ინგლისურ ენაზე სრულიად გამართულად ფუნქციონირებს. რაც შეეხება ქართულს, უკვე შესაძლებელია ქართული ტექსტების ჩაწერა და ხმამაღლა წაკითხვაც, თუმცა ეს ასპექტი დამუშავების პროცესშია. გოგონებს ასევე სურთ, სათვალესთან Map-ის ფუნქციაც დააკავშირონ, რათა მოწყობილობამ ნავიგატორის ფუნქციაც შეითავსოს. ამ ყველა ნიუანსი დახვეწის შემდეგ, უსინათლოები მარტივად შეძლებენ გარემოში დამოუკიდებლად გადაადგილებას. “მთლიანობაში, მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. აქამდე გამოცდილება არ გვქონია პროგრამირებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, თუმცა პროექტი ძალიან დაგვეხმარა საჭირო უნარების გამომუშავებაში. გზადაგზა უამრავ სირთულეს წავაწყდით, ექსპერიმენტებს ვატარებდით და საბოლოოდ მაინც შევქმენით პროდუქტი. ბევრჯერ შეგვეშინდა და დანებების პირასაც მივსულვართ, მაგრამ მენტორის დახმარებითა და გამხნევებით, საქმე მაინც ბოლომდე მივიყვანეთ“,- აღნიშნავენ გუნდის წევრები. “თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)