|
2024-08-12 14:34:14, 290 ნახვა
საზოგადოება
სწავლობ და ქმნი „თიბისის“ ტექსკოლაში
თანამედროვე ადამიანისთვის ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა აუცილებელი წინაპირობაა ცოდნის გაღრმავების, საქმიანობის გაფართოების თუ წარმატების მიღწევისთვის. სწორედ ამიტომ, “თიბისიმ“ ტექსკოლა დააარსა, რომელსაც მთელი საქართველოდან, ერთი წლის განმავლობაში, უკვე 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. “თიბისის“ ტექსკოლის განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებითვის მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით და მისი მიზანია, ახალი თაობა უფასოდ გაეცნოს და დაეუფლოს ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს. ტექსკოლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს სკოლის ასაკიდანვე აქვთ შესაძლებლობა, სწავლასთან ერთად, საკუთარი პროექტები შექმნან. პროექტთა ერთობლიობით, პორტფოლიოს ქმნიან და უკვე მზად არიან, პირველი ნაბიჯები გადადგან სამუშაო ბაზარზე. სწავლა ონლაინ მიმდინარებს, რაც ნიშნავს იმას რომ პროგრამაში მონაწილეობა და ტექნოლოგიების გაცნობა საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან არის შესაძლებელი. ტექსკოლა სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებებს 7 სასწავლო, პრაქტიკულ კურსში აერთიანებს: ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და ფოტო-ვიდეოგრაფია. “თიბისის“ ტექსკოლის, ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებული ცაგერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ბარბარე გუგავაა. “ტექსკოლა გეხმარება შენი თავის პოვნაში, ერკვევი შენს ინტერესებში, იჩენ ახალ მეგობრებს, ეჩვევი შენს თავზე მუშაობას და ცდილობ განვითარდე. სწავლობ თავისუფალი დროის პროდუქტიულად გამოყენებას. ტექსკოლამ დამანახა, რომ ტექნოლოგიებთან ურთიერთობისას თავს კომფორტულად ვგრძნობ“,- განაცხადა ბარბარე გუგავამ. ტექსკოლის პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან პარტნიორობით, კურსები კი შემუშავებულია სანდრო ასათიანის ხელმძღვანელობით. ტექსკოლაში მიღება სექტემბრიდან კვლავ განახლდება, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)