|
2024-08-12 11:44:15, 334 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - სამგორის რაიონში არსებული ტყე-პარკის განახლება მიმდინარეობს
სამგორის რაიონში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჯამში, შვიდი ჰექტარია, ტყე-პარკი განახლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ვარკეთილის მეურნეობის ყოფილ ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა უკანონო შემოღობვების დემონტაჟი. ასევე, გამოხშირვა-გაწმენდის მიზნით, მოიჭრა თვითნათესი მცენარეები. "პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი პავილიონები, გარე განათება, საბავშვო ზონები. დაირგვება ხე-მცენარეები. მომავალ წელს კი, დარჩენილ ტერიტორიაზე იგივე სამუშაოები ჩატარდება. ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)