|
2024-08-11 23:51:15, 461 ნახვა
საზოგადოება
სფერო ჰოლდინგის გადაწყვეტილებით, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და„სფერო ინვესტის საპატიო აქციონერს, ლაშა ტალახაძეს საჩუქრად, საცხოვრებელი აპარტამენტი გადაეცემა
მულტიფუნქციური კორპორაცია „სფერო ჰოლდინგი“ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს მძლეოსნობაში, კომპანიის საპატიო აქციონერს, ლაშა ტალახაძეს ღირსეულ გამარჯვებას ულოცავს და საჩუქრად, საცხოვრებელ აპარტამენტს გადასცემს! აღსანიშნავია, რომ მრავალგზის ჩემპიონს, კორპორაციამ ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად გატანისთვის მიმდინარე წელს “სფერო ინვესტის” აქციები გადასცა. სამგზის ოქროს მედალოსანს, ამჯერად “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის გადაწყვეტილებით, სასტუმრო კომპლექს “მწვანე ჰორიზონტში“ საცხოვრებელი აპარტამენტი გადაეცემა. კორპორაცია ქვეყნის მასშტაბით უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ ჰოლდინგის დამფუძნებელმა, გიგა წულეისკირმა პრემიუმ კლასის აპარტემენტები გიორგი მამარდაშვილსა და ლაშა ბექაურს უკვე გადასცა, ხოლო ოლიმპიურ ჩემპიონი გენო პეტრიაშვილისთვის გრანდიოზული საჩუქრის გადაცემის შესახებ ინფორმაცია “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერზე დაანონსა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)