|
2024-08-10 15:35:14, 391 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: გულდასაწყვეტია, რომ ხელისშემშლელი ფაქტორის გამო ბაობაბები გახმა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით გაკეთდა, დენდროლოგიურ პარკში ბაობაბის ხეები გახმა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ დენდროლოგიური პარკი არის ის ადგილი, რომელსაც ასობით ათასი ადამიანი სტუმრობს ყოველწლიურად. ეს არის ულამაზესი სივრცე, საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ხელმძღვანელობით განხორციელდა. ძალიან ლამაზი სივრცეა თავისი ხე-მცენარეებით და გულდასაწყვეტია, რომ ის ხეები, რომელიც განკუთვნილი იყო ამ პარკისთვის, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც გუშინ იქნა გაცხადებული, სამწუხაროდ გახმა. იმ გარემოებებმა, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით იქნა გაკეთებული - საჩივრები და ასე შემდეგ, გამოიწვია ძალიან დიდი პრობლემები“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ზოგადად, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. „ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით, იგივე თუნდაც ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერება, ამის მოთხოვნა, კანდიდატის სტატუსის არმიცემა ქვეყნისთვის, ასოცირების ხელშეკრულების არმოწერა - ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალები, რომლებიც მტრობენ ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ქვეყანაში მშვიდობას, სიმშვიდეს. მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ პასუხი გავცეთ ქვეყნის მოღალატეებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)