|
2024-08-07 14:55:17, 376 ნახვა
მსოფლიო
The Times Of Israel - მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე, აშშ-მა „ეფ/ეი-18“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ბაზაზე გაგზავნა
ირანის მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე ისრაელის დასახმარებლად და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების დასაცავად, აშშ-მა ავიამზიდ “თეოდორ რუზველტიდან“ 10 “ეფ/ეი-18“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ბაზაზე გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავები და “ი-2-დი ჰოვქის“ ტიპის სადაზვერვო აპარატი ომანის ყურიდან არაიდენტიფიცირებულ ბაზაზე ჩაფრინდა. ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ესკალაციის საშიშროების ფონზე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რეგიონში სამხედრო რესურსების გაზრდის შესახებ ბრძანება გასცა. “აშშ-ის საჰაერო ძალების “ეფ-22“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები მოემართებიან ბაზაზე და უახლოეს დღეებში ჩამოვლენ ახლო აღმოსავლეთში",- ამბობს ოფიციალური წარმომადგენელი. როგორც მედია წერს, უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ყველა თვითმფრინავი ერთად ბაზაზე და ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რა მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)