|
2024-08-06 13:31:12, 390 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ სტიპენდია უკვე 20 უნივერსიტეტში - პარტნიორთა რიცხვს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც შეემატა
"საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, უკვე 20 პარტნიორ უნივერსიტეტში გამორჩეული აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს სწავლას სრულად ან ნაწილობრივ უფინანსებს. "საქართველოს ბანკის" სტიპენდიების პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი გამარჯვებული. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად კი მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ახლახან პარტნიორთა რიცხვს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც შეემატა. რაც ნიშნავს იმას, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც აღნიშნულ უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან და სტუდენტებს, რომლებიც უკვე აქ სწავლობენ, აქვთ შესაძლებლობა, შეავსონ განაცხადი, გაიარონ გასაუბრება და გახდნენ "საქართველოს ბანკის" სტიპენდიატები. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულების შესარჩევ კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ, რომლის ნახვაც ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი. "საქართველოს ბანკში" გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა ამ მიმართულებით "საქართველოს ბანკის" სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. ჩვენი ინიციატივის ფარგლებში უკვე დავპარტნიორდით 20 უნივერსიტეტთან და გამოვავლინეთ 160-ზე მეტი სტიპენდიატი. როგორც პარტნიორების, ასევე სტიპენდიატების რაოდენობა მუდმივად იზრდება. პროექტისადმი გამოვლენილი ინტერესი კი გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ახალგაზრდებისთვის შევქმნათ განვითარების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)