|
2024-08-05 11:48:02, 436 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიზიდულობის ცენტრი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კომპლექსი მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ასევე, სტარტაპ აქსელერატორს, საერთაშორისო IT სკოლას, საკონფერენციო სივრცეს, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, სხვადასხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიებს და ასევე, ახალ ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობები, რაც ნიშნავს იმას, რომ "ქუთაისი ასევე გაჩნდება საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე როგორც რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიური ცენტრი". “ქუთაისი და ყოფილი პარლამენტის შენობა იდეალური ადგილია, რათა ამოქმედდეს რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბი. სიახლოვე, ერთი მხრივ, საერთაშორისო აეროპორტთან და ტექნოლოგიური პროფილის უმაღლეს სასწავლებლებთან, მეორე მხრივ კი უნიკალური ფართი ასეთი მასშტაბური პროექტისთვის, ძალიან მალე ქუთაისს გადააქცევს სამეცნიერო - ტექნოლოგიურ და IT - ბიზნესის მიზიდულობის ცენტრად. შედეგად, ქუთაისი და ზოგადად იმერეთის მხარე მიიღებს დამატებით ინვესტიციებს, მათ შორის, არაპროფილურ ბიზნესებში, სერვისის ინდუსტრიებში, ახალ სამუშაო ადგილებს და რაც მთავარია, განვითარების მნიშვნელოვან პერსპექტივებს. 2014 წელს, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში. დღეს საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა 9 ტექნოპარკი, რაც ერთი ფანჯრის პრინციპით ინოვაციური იდეების მქონე საქართველოს მოქალაქეებს კომერციალიზაციაში ეხმარება. ტექნოლოგიური ჰაბის სწორედ რეგიონში გახსნა ამ პროცესს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს და შედეგად, მივიღებთ ტექნოლოგიურად უფრო მეტად განვითარებულ რეგიონებს, უკეთ მომზადებულ კადრებს და მეტ ტექნოლოგიურ ბიზნესებს, რაც ცალსახად გაზრდის ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას როგორც რეგიონში, ისე მთლიანად გლობალურ ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ პროექტის განვითარების საწყის ეტაპზევე დიდია დაინტერესება IT ბიზნესის მხრიდან, რათა გახსნან წარმომადგენლობები დიდი შესაძლებლობების მქონე ტექნოლოგიურ ჰაბში. მოსალოდნელია, რომ პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპებზე ასეთი დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზრდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)