|
2016-02-18 14:18:00, 714 ნახვა
ეკონომიკა
შპს „საქაერონავიგაციასა“ და კომპანია „Thales”-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქაერონავიგაციასა“ და კომპანია „Thales” შორის სარადარო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2 მილიონი ევროა. ხელშეკრულებას ხელი შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა და კომპანია „Thales”-ის ვიცე-პრეზიდენტმა ოლივიერ აჩარდიმ მოაწერეს. ხელშეკრულების მიხედვით, ფრანგული კომპანია ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს საქართველოში არსებული სამი რადიოლოკატორის ტექნიკური მხარდაჭერა, სისტემისა და პროგრამული უზრუნველყოფის გეგმიური განახლება მომდევნო 5 წლის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომპანია „Thales”-ის წარმომადგენლის მიერ რადიოლოკატორების ტექნიკური შემოწმება წელიწადში ერთხელ, რომლის საფუძველზეც მომზადდება ყოველწლიური ანგარიში. რადარების ტექნიკური პარამეტრები მუდმივ რეჟიმში აისახება „Thales”-ის სათაო ოფისის ტექნიკურ ბაზაში და საჭიროების შემთხვევაში მომსახურება განხორციელდება ცხელი ხაზისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ასევე დაგეგმილია შპს „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლების თეორიული და პრაქტიკული ტრეინინგი საფრანგეთში. „კომპანია THALES GROUP ფრანგული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც აპროექტებს და აშენებს ელექტრონულ სისტემებს და სთავაზობს სერვისებს საჰაერო სივრცის, თავდაცვის, ტრანსპორტისა და უშიშროების სფეროში მომუშავე კომპანიებს. THALES GROUP-ს 50-ზე მეტ ქვეყანაში 68 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. საჰაერო სივრცის მართვის სფეროში კომპანია “Thales”-ის მიერ წარმოებული სისტემები ყველაზე სანდოა. “Thales”-ის სანავიგაციო სისტემებს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყანა იყენებს. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში სამი აფრენილი თვითმფრინავიდან ორი “Thales” -ის სისტემების მეშვეობით კონტროლდება“, - განაცხადა შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა. კომპანია „Thales”-ის ტექნიკური მხარდაჭერის საშუალებით, შპს „საქაერონავიგაციის“ სარადარო სისტემები მუდმივად შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო ნორმებთან და რეკომენდაციებთან, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს კომპანიას ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ეფექტურად მოემსახუროს ავიაკომპანიებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)