|
2024-08-03 17:43:52, 726 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის აეროდრომებზე დარტყმა საკმაოდ სამართლიანია
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, 3 აგვისტოს, რუსეთში როსტოვის ოლქის მოროზოვსკის აეროდრომზე თავდასხმას ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას kyiv Independent-ი უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადების თანახმად, მათ წარმატებით დაარტყეს საბრძოლო მასალის საცავს. ასევე, ნავთობის და სხვა სახის საწყობებს ბელგოროდის, როსტოვისა და კურსკის ოლქებში. გენშტაბის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) სულ მცირე ნავთობის ორ საცავს წარმატებით დაარტყეს, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა. მომხდარს სოციალურ ქსელ X-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა, რომელიც რუსეთში სამხედრო აეროდრომსა და ნავთობის საწყობებზე უკრაინის თავდასხმას სამართლიანს უწოდებს. “რუსული საბრძოლო ავიაცია უნდა განადგურდეს სადაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ეფექტური საშუალებების გამოყენებით. ასევე, საკმაოდ სამართლიანია რუსეთის აეროდრომებზე დარტყმა. ჩვენ გვჭირდება ჩვენს პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი ხალხის დაცვის უზრუნველსაყოფად. მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა 600-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ყოველდღიური რუსული ტერორი ძლიერი ერთობლივი გადაწყვეტილებით“,- წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)