13:37 - 15 Aug, 2026
|
2024-08-03 13:36:15, 1148 ნახვა
სპორტი
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო გუნდურ შეჯიბრებას გამოეთიშა
დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ოლიმპიადის გუნდურ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს გუნდურ შეჯიბრებაში იტალიის ნაკრები დაუპირისპირდა და შეხვედრა 3:4 იტალიის უპირატესობით დასრულდა. რის შედეგადაც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სადებიუტო გუნდურ შეჯიბრებას გამოეთიშა. მოგება: ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე. მარცხი: ეთერ ასკილაშვილი, სოფიო სომხიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი. შეგახსენებთ, საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 3 მედალი აქვს. ძიუდოისტებმა - ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)