|
2024-08-01 14:03:25, 330 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ხე-ტყის უკანონო მოპოვება რჩება გამოწვევად, აქედან გამომდინარე მომზადდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები
უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება. აღნიშნულ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა. როგორც შამუგიამ აღნიშნა, სამინისტროს მიერ მომზადებული სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების მიზანი, ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებაა. „პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვამზადეთ კანონპროექტი სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების შესახებ, რომელიც პრევენციის მიზნით, ხე-ტყის უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სატყეო სექტორში კომპლექსური რეფორმა დავიწყეთ, რომლის საფუძველიც იყო ახალი ტყის კოდექსის მიღება. დღეს 54-მდე საქმიანი ეზო ფუნქციონირებს სატყეო სააგენტოში, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა კატეგორიის მერქნული რესურსის მოსახლეობისთვის მიწოდებას. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩვენ დავასრულეთ ტყის ეროვნული აღრიცხვა. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები. 4 ათას ჰექტარზე მეტი ფართობია უკვე მოცული და პროცესი მომდევნო წლებშიც გეგმის მიხედვით გაგრძელდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაძლიერდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობები. თუმცა, ხე-ტყის უკანონო მოპოვება მაინც რჩება გამოწვევად. აქედან გამომდინარე მომზადდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვება, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევა, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული ხე-ტყის აღმოჩენა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება. ჩვენი მიზანი არის უკანონო ტყითსარგებლობის პრევენცია და ვფიქრობთ, ეს კანონპროექტი ამას ხელს შეუწყობს. როგორც პრემიერმა განაცხადა, კანონპროექტი გადაეგზავნება პარლამენტს და პარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)