|
2024-08-01 09:58:52, 414 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ბეირუთზე თავდასხმის შემდეგ ყველა მხრიდან მუქარა ისმის - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ
ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეების მიმართვის დროს განაცხადა. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე თავდასხმის შემდეგ "ყველა მხრიდან მუქარა ისმის". "ისრაელის მოქალაქეებო, რთული დღეები წინაა. ბეირუთზე თავდასხმის შემდეგ მუქარა ისმის ყველა მხრიდან. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის და ჩვენ ვიდგებით ერთიანად, მტკიცედ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ“,- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ნეთანიაჰუ, რომელიც ამბობს, რომ "ომს დრო დასჭირდება", ისრაელის მოქალაქეებისგან მოთმინებას ითხოვს. შეგახსენებთ, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე თავდასხმა 30 ივლისს განახორციელა, რასაც "ჰეზბოლას" უმაღლესი სამხედრო მეთაური ფუად შუქრი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)