|
2024-08-01 09:43:49, 464 ნახვა
პოლიტიკა
„აშშ-ის დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს“ - რიში და შაჰინი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი, სენატორი ჯიმ რიში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოსთვის 95 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების შეჩერების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება გზავნილია, რომ შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს. "ჩვენ მივესალმებით დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეჩერების შესახებ, "უცხოელი აგენტების" კანონის ამოქმედების საპასუხოდ, რომელიც გამოყენებული იქნება იმ სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა რუსეთისგან 1991 წელს, შეერთებული შტატები იყო დემოკრატიული ძალისხმევისა და რეფორმების ამაყი მხარდამჭერი, მუშაობდა მთავრობასთან ერთად სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად 2008 წელს რუსეთის მიერ "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის ანექსიის შემდეგ. საქართველოს მთავრობას უსაფუძვლოდ სჯეროდა, რომ უარი საკუთარი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე გავლენას არ მოახდენდა მის ურთიერთობაზე შეერთებულ შტატებთან. დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნის სიგნალს, რომ შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს. აშშ-ის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილების მიუხედავად, შეერთებული შტატები რჩება ქართველი ხალხის ტრანსატლანტიკური მისწრაფების ერთგული. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ასახავს კონგრესში, ჩვენი კანონმდებლობის ერთ-ერთი დებულებისადმი ორპარტიულ მხარდაჭერას - "ქართველი ხალხის აქტს", რომელიც მოითხოვს საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების გადახედვას. ჩვენ გავაგრძელებთ კანონპროექტში გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების ადვოკატირებას, რომელიც დააკისრებს საქართველოს მთავრობას ანგარიშვალდებულებას და დაეხმარება ქართველ ხალხს თავისი დემოკრატიული გზის გატარებაში. შეერთებული შტატები მზადაა, განაახლოს ურთიერთობები მას შემდეგ, რაც მთავრობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის ერთგულებას ჩვენი საერთო მიზნების მიმართ",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 31 ივლისს გავრცელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას აჩერებს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)