|
2024-07-31 12:47:09, 573 ნახვა
მსოფლიო
პეზეშქიანი - ირანი დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და ღირსებას, ტერორისტ ოკუპანტებს კი, საკუთარ მშიშარა ქმედებას ანანებს
ირანის ისლამური რესპუბლიკა დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და ღირსებას, ტერორისტ ოკუპანტებს კი, საკუთარ მშიშარა ქმედებას ანანებს,- ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშქიანმა თეირანში “ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, "ორ საამაყო ერს - ირანსა და პალესტინას შორის კავშირი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე იყო და წინააღმდეგობისა და ჩაგრულთა დაცვის გზას უფრო მტკიცედ გაუყვება, ვიდრე როდესმე". “სამძიმარს ვუცხადებთ პალესტინას, ისლამურ ერს, წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლებს და ირანის კეთილშობილ ერს“,- აღნიშნა პეზეშქიანმა. ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ყანაანიმ განაცხადა, რომ ისმაილ ჰანიეს "მოწამეობა თეირანში გააძლიერებს ღრმა კავშირებს ირანის ისლამურ რესპუბლიკას, პალესტინასა და წინააღმდეგობას შორის“. ცნობისთვის, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) და "ჰამასმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ, 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე ნახეს. ის ახალ პრეზიდენტს და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდა. ისმაილ ჰანიე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტად გამოაცხადა. ჰანიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)