|
2024-07-31 10:35:26, 445 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს და ევროპელ ექსპორტიორებს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა ლურჯი მოცვის დაბინავების, სეზონის მიმდინარეობის, განხორციელებული ექსპორტის მნიშვნელობის საკითხები და კულტურის წარმოების ზრდის შესაძლებლობები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სმინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სახელმწიფო ხელშემწყობ პროგრამებზე ისაუბრა და ყურადღება პროგრამაზე "დანერგე მომავალი“ გაამახვილა. "წელს, ლურჯი მოცვის რეკორდული რაოდენობის, 26 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა ქვეყნიდან. ჩვენ პროგრამის "დანერგე მომავალი“ ფარგლებში, დაახლოებით 2 700 ჰა მოცვის ბაღის გაშენებას შევუწყვეთ ხელი და ყოველწლიურად, ამ ბაღებიდან მოსავლის მზარდ რაოდენობას ველოდებით. მომავალ წლებში, მოსალოდნელია დაახლოებით 20-25 000 ტონა მოსავლის მიღება. პარალელურად, მნიშვნელოვანია მიღებული პროდუქციის სხვადასხვა ბაზარზე დივერსიფიცირებულად რეალიზაციაში ხელშეწყობა. წელს, 500 ტონა ქართული ლურჯი მოცვი ექსპორტირდა ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ გვინდა შედეგების გაუმჯობესება. შესაბამისად, სექტორს მომავალშიც მაქსიმალურად დავეხმარებით“, - განაცხადა შამუგიამ. "შემიძლია თავისუფლად გითხრათ, რომ მოცვის დაბინავების სეზონმა წარმატებით ჩაიარა. სრულად გამართული იყო ლოგისტიკური მომსახურება. გამოწვევები პრაქტიკულად არ ყოფილა. ჩვენ გვსურს, პირადად გაგიზიაროთ, იმ პოზიტიური გამოხმაურების შესახებ, რაც ქართული მოცვის ევროკავშირის ბაზარზე შეტანამ გამოიწვია. ქართველმა ფერმერებმა არაჩვეულებრივად იმუშავეს. ვფიქრობთ, რომ ქართულ ლურჯ მოცვს წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია“, - განაცხადა აჰმედ აქტაშმა, ექსპორტიორმა, კომპანიის "Wonderland Farmers“ დამფუძნებელმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლურჯი მოცვის გადამუშავებისა და წვენის წარმოების ხელშეწყობის, ასევე, შეფუთვის მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)