|
2024-07-30 16:58:18, 612 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანის განცხადების გამო, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოდან თურქეთის გარიცხვას ითხოვს
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების გამო, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ნატოდან თურქეთის გარიცხვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კაცმა დაავალა დიპლომატებს, "სასწრაფოდ" დაუკავშირდნენ ნატოს ყველა წევრს და მათ თურქეთის დაგმობისკენ მოუწოდონ, ასევე, მოითხოვონ რეგიონული ალიანსიდან ქვეყნის გარიცხვა. "თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან ისრაელში შეჭრის მუქარების და მისი საშიში რიტორიკის ფონზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაავალა დიპლომატებს, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ნატოს ყველა წევრს და მათ თურქეთის დაგმობისკენ მოუწოდონ, მოითხოვონ რეგიონული ალიანსიდან მისი გარიცხვა“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ "თურქეთი, შესაძლოა, პალესტინელების დახმარების მიზნით, ისრაელში შევიდეს".
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)