|
2024-07-30 10:22:13, 480 ნახვა
მსოფლიო
ვენესუელის ქუჩებში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს [ვიდეო]
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, პროტესტის ნიშნად ვენესუელის დედაქალაქ კარაკასისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. როგორც BBC წერს, კარაკასში დემონსტრანტები პროტესტს ჯერ ქვაბების და ტაფების ბრახუნით გამოხატავდნენ, მოგვიანებით კი, როცა პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ, ვითარება დაიძაბა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. გაერთიანებული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მათმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა და ოფიციალური შედეგები გაყალბებულია. ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მეტოქემ, ედმუნდო გონსალესმა მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)