|
2024-07-27 12:00:33, 440 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები 26 ივლისს დასრულდა, იუწყება საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. პირველადი შედეგებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აპლიკანტთა დაახლოებით 93%, სტუდენტური გრანტების კონკურსზე აპლიკანტთა 71%, საერთო სამაგისტრო გამოცდაში - 79%, პედაგოგთა გამოცდაში - 84%. ასევე დაფიქსირდა დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო გამოცდიდან შეჩერების ერთი შემთხვევა. „მიმაჩნია, რომ წლევანდელმა გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა და ეს განპირობებულია ამ მნიშვნელოვანი პროცესის ორგანიზებაში ჩართული ყველა თანამშრომლის დამსახურებით. საბუთების გადამოწმება უკვე დაწყებულია. შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს დასაწყისში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი შედეგებით დაიწყება. სხვა საგნებზე შედეგები ეტაპობრივად გამოცხადდება. მიღებული ქულა და მისი ნამუშევარი გამოსაცდელს შეეძლება ნახოს ვებგვერდზე: online.naec.ge. აპლიკანტებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მათ შესაძლებლობა ექნებათ სარეგისტრაციო განაცხადში მიუთითონ და შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამები აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღიდან. ამიტომ, მინდა ვთხოვო, რომ ყურადღებით გადახედონ თავიანთ არჩევანს და სურვილის შემთხვევაში შეიტანონ ცვლილებები პროგრამების სარეიტინგო სიაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილებების დამახსოვრება „შენახვის“ ღილაკის გამოყენებით“, - ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი, წერს SOVA. 2024 წელს საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. გამოცდებზე დარეგისტრირდა დაახლოებით 80 ათასი აპლიკანტი, მათ შორის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 47 ათასზე მეტი აპლიკანტი; სტუდენტური საგრანტო კონკურსისთვის 3000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10000-ზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა, სასწავლო გამოცდაზე კი 18900-ზე მეტი აპლიკანტი.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)