|
2024-07-26 09:21:27, 423 ნახვა
მსოფლიო
ჰარისი - ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტსა და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად არის. ამის შესახებ CNN წერს. მედიის ცნობით, ტრამპისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დებატები ორჯერ გაიმართებოდა. "ბევრი თქვენგანი მეკითხებოდა დებატების შესახებ და გეტყვით, რომ მზად ვარ დონალდ ტრამპთან დებატებისთვის. ვფიქრობ, ამომრჩევლები იმსახურებენ, დებატების სცენაზე ნახონ გაყოფილი ეკრანი, რომელიც არსებობს ამ რბოლაში. ასე რომ, მზად ვარ“,- განაცხადა ჰარისმა. აგრეთვე, ტრამპმა ჟურნალისტებს მიმდინარე კვირას განუცხადა, რომ სურს ჰარისთან დებატები, თუმცა ის ჯერ არაფერზე დათანხმებულა. "არაფერზე არ დავთანხმებულვარ. დავთანხმდი ბაიდენთან დებატებს, მაგრამ მე მსურს მასთან დებატები. ჰარისი ვერ იქნება განსხვავებული, რადგან მათ საერთო პოლიტიკა აქვთ. ვფიქრობ, რომ დებატები მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო რბოლისთვის“,- აღნიშნა ტრამპმა.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)