02:19 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 17:04:19, 441 ნახვა

საზოგადოება
თელავში „თიბისი ბიზნესის“ პანელური დისკუსია გაიმართება

25 ივლისს, თელავში “თიბისი ბიზნესის“ პანელური დისკუსია, ხუთშაბათის შეხვედრების მორიგი სესია ჩატარდება.

ხუთშაბათის შეხვედრების ფარგლებში, მრგვალი მაგიდის გარშემო სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ბიზნესისთვის საინტერესო თემაზე დისკუსიას მართავენ.  ამჯერად სადისკუსიო თემა იქნება - როგორ გავყიდოთ მეტი?

თემა საინტერესოა აგრო მეწარმეებისთვის, რომლებსაც თავიანთი საქმიანობის განვითარება სურთ და გაყიდვების ალტერნატიულ არხებს ეძებენ.

ხვალინდელი დისკუსიის სპიკერები იქნებიან: ვანო იოსელიანი, სუპერმარკეტების ქსელ “ნიკორას“ წარმომადგენლი; ალექსანდრე გოგიაშვილი, “სილქ ჰოსფითალითის“ წარმომადგენელი და თამარ ნოზაძე, ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში.

შეხვედრის დროს სპიკერები ისაუბრებენ იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც აგრო პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს, რომ მოხვდეს მსხვილ ობიექტებში, რა მნიშვნელობა აქვს აგრო მეწარმეებისთვის მსხვილ ობიექტებთან პარტნიორობას და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი მისი ფართომასშტაბიანი რეალიზაციისთვის.

შეხვედრაზე რეგისტრაციის მსურველები ეწვიეთ ბმულს:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdorSiA3GZEEzsZ32zWBYhgcdFrfOS42x_HR5bLXhKsucWzJQ/viewform?usp=send_form





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics