10:14 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 13:05:34, 339 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია „ნორჩი ნაციონალი“ - მოროზოვის მორალურ ღირებულებებს ეფუძნება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - სერიოზული არ არის ეს გაერთიანება

„ქართული ოცნების“  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური ჯგუფებისა და ხელოვანების ნაწილის გაერთიანებაზე საუბრობს. 

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ეს გაერთიანება სერიოზული არ არის, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ ისინი იყვნენ „ნორჩი ნაციონალები". 

„გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია „ნორჩი ნაციონალი", სადაც ისედაც ვიცოდით, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული. ანუ, ცალკეულ ორგანიზაციებში და ახლა ისინი გააერთიანეს. აქედან ერთ-ერთი შეგახსენებთ, არის ვინმე მანაგაძე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურობდა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და მან საკუთარი დედის მიმართ გამოიყენა სიტყვა - ამორალური, რაც შემდეგ მოიწონეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა, მათ შორის, „ნაცმოძრაობის" კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ პავლიკ მოროზოვის მორალური ღირებულებები არის ის, რასაც ეფუძნება კოლექტიური „ნაცმოძრაობა". წარმოიდგინეთ, გაემიჯნა საკუთარ დედას და ეს  მერე მოუწონეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, თუ რა ღირებულებებზე დგას ლიბერალური ფაშიზმი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა" და რა ღირებულებებზე დგანან  ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. აქედან გამომდინარე, სერიოზული არ არის ეს გაერთიანება. ისედაც იცოდა ყველამ, რომ ისინი იყვნენ „ნორჩი ნაციონალები". ისინი უბრალოდ მანამდე დაყოფილი იყვნენ რამდენიმე ჯგუფად და დღეს ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics