01:31 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-20 10:54:30, 473 ნახვა

მსოფლიო
პოლიტიკოს ირინა ფარიონს ლვოვში ესროლეს, ის მძიმედ დაიჭრა

ლვოვში უცნობმა პირმა ესროლა პოლიტიკოსს, უმაღლესი რადას ყოფილ დეპუტატს და უკრაინული ენის პროფესორს ირინა ფარიონს. მკვლელობის მცდელობა მოხდა პარასკევს, დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე, ქუჩაში იმ სახლის მახლობლად, სადაც ფარიონი ცხოვრობს. პოლიტიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს,  ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.

ლვოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა იგორ ზინკევიჩმა და ჟურნალისტმა მარტა ოლიარნიკმა პირველებმა განაცხადეს მკვლელობის მცდელობის შესახებ.

ლვოვის პოლიციამ მომხდარი მსხვერპლის დასახელების გარეშე დაადასტურა. პოლიციის ინფორმაციით, მსროლელმა გაქცევა მოახერხა და მიმდინარეობს ძებნა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დანაშაულის გარემოებების დადგენაში ჩართულია ეროვნული პოლიციისა და SBU-ს ყველა საჭირო ძალა

. „ექიმები იბრძვიან ირინა ფარიონის სიცოცხლისთვის. აშკარაა, რომ ნებისმიერი ძალადობა მხოლოდ დაგმობას იმსახურებს და თავდასხმაში მონაწილე ყველამ უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

იგორ ზინკევიჩმა თქვა, რომ მოწმეებმა აღწერეს თავდამსხმელი: ეს იყო მამაკაცი, მას ხელთათმანები ეცვა, იარაღი იყო მაყუჩის გარეშე.

60 წლის ირინა ფარიონი უკრაინული ენის ფილოლოგი და ლინგვისტია, 2012-2014 წლებში იყო უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, სრულიად უკრაინული ასოციაცია „სვობოდას“ წევრი. იგი ცნობილია თავისი მკაცრი პოზიციით უკრაინაში უკრაინული ენის უპირატესობასთან დაკავშირებით და მისი მოთხოვნებით, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს რუსულის გამოყენება უკრაინაში, როგორც „ოკუპანტების ენა“.
რუსეთში ფარიონის წინააღმდეგ 2015 წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე უკრაინაში რუსების წინააღმდეგ რეპრესიების მოწოდების გამო სიძულვილის წაქეზებისა და ადამიანის ღირსების დამცირების მუხლით. უკრაინაში ფარიონის წინააღმდეგ 2023 წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევის, ეროვნების მიხედვით, პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისა და მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის მუხლით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics