15:40 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-19 11:36:01, 444 ნახვა

მსოფლიო
თელ-ავივის ცენტრში აფეთქება მოხდა - დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი

თელ-ავივის ცენტრში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ აფეთქება გამთენიისას მოხდა, რაც სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმამ გამოიწვია.

აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც  სამხედროებმა დაადასტურეს, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ მილიციის უფროსი მეთაური მოკლეს.

„პირველმა გამოძიებამ დაადგინა, რომ თელ-ავივში აფეთქება საჰაერო სამიზნის ჩამოგდებამ გამოიწვია. სირენები არ გააქტიურებულა. ინციდენტი საფუძვლიანად განიხილება“,- განაცხადეს თავდაცვის ძალებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics