|
2024-07-18 12:10:05, 444 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინა და მის არჩევას მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე, გიორგი გაბიტაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც გენერალურ პროკურორად მისი არჩევის შემთხვევაში, პროკურატურის საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება. „პროკურატურის კონსტიტუციური სტატუსი, სისტემური მოწყობა და ანგარიშვალდებულების არსებული სისტემა, ვფიქრობ, უზრუნველყოფს პროკურატურის ინსტიტუციურ სიძლიერეს. ამასთან, მნიშვნელოვანია პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდის ხელშეწყობა, მისი დაცულობის გაძლიერება და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება", - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა. მანვე მოხსენების შემდეგ პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. გიორგი გაბიტაშვილი 2013 წლიდან დღემდე არის გენერალური პროკურორის მოადგილე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)