|
2024-07-17 19:43:07, 340 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები - გიორგი ბუთხუზი და ალექსანდრე დარახველიძე. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყების პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა. ვახტანგ გომელაურმა სამუშაო თათბირზე რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე საუბარი რეგიონში დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს შეეხო. "ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის, როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაურმა მოადგილეებთან ერთად შეხვედრა გამართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ პირებთან და ამავე სამმართველოს თანამშრომლებთან. ხელმძღვანელმა პირებმა შინაგან საქმეთა მინისტრს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა პატრულ-ინსპექტორებს ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით რეგიონში ტურისტებისა და ადგილობრივი დამსვენებლებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი დავალებები მისცა. ვახტანგ გომელაურმა სამართალდამცველებს დანაშაულის პრევენციისთვის, ასევე, რეგიონში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)