|
2024-07-17 12:04:50, 351 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია
დედაქალაქში მესამე კვირაა საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე მზარდია და ამის გათვალისწინებით, წელს 45-დან 50-მდე გავზარდეთ ბაღების რაოდენობა. საზაფხულო ბაღებში ყველა პირობაა შექმნილი პატარების კომფორტისთვის - ბაღები აღიჭურვა და მომარაგდა მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარით. წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით, მაღალი რიცხვია. ამასთან, პროექტის შედეგად, დამატებით ანაზღაურებას მიიღებს სისტემის 3 100 თანამშრომელი. საზაფხულო ბაღები თბილისის ბიუჯეტიდან ექვსი მილიონი ლარით დაფინანსდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის ბაღებში რეგისტრაცია პირველ ეტაპზე, 2 700-მა ბავშვმა გაიარა. „დაიწყო რეგისტრაცია 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის თბილისის ბაღებში და ამ დროისთვის, პირველ ეტაპზე რეგისტრაცია გაიარა 2 700-მდე, ხოლო მეორე ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, 4 000 ბავშვმა. ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით - გაიხსნება სამი ახალი საბავშვო ბაღი, ასევე, გაიხსნება ორი რეაბილიტირებული შენობა და ალტერნატიული ფართებიდან და ახლომდებარე საბავშვო ბაღებიდან დაუბრუნდებიან განახლებულ გარემოში“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა-მოდერნიზების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტების განხორციელება. ყველანაირი პირობა უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ პატარებს ნორმალურ გარემოში მოუწიოთ სააღმზრდელო პროცესი. იცით, როგორია ახალაშენებული ბაღები, რა სტანდარტია. ჩვენი მიზანია, დედაქალაქში ბაღის ძველი შენობები არ დარჩეს. მათი სრული განახლება-მოდერნიზება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)