|
2024-07-16 21:06:52, 345 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ისტორიული გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა ჩვენი ქვეყანა, გადარჩენის და გამარჯვების გზაზე ატარა
ისტორიული გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა, გადარჩენის და გამარჯვების გზაზე ატარა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა მშვიდობაზე, რომელსაც მოფრთხილება და შენარჩუნება ჭირდება, რადგან მისი თქმით, ქვეყნის განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი. "ჩვენი ქვეყნის ისტორიამ, მათ შორის უახლესმა წარსულმა, არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერის ცხოვრებაში მშვიდობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და მას განსაკუთრებით სჭირდება მოფრთხილება და შენარჩუნება, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყნის განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებში არის შესაძლებელი. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში ღიად გამოვიდნენ რადიკალური ოპოზიციის წევრები და ომის მომხრეები, რომლებიც მშვიდობას აგრესიულად დაუპირისპირდნენ, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ითხოვდნენ მებრძოლების გაგზავნას მთავრობის მიერ ნებადართული თვითმფრინავებით, ითხოვდნენ საქართველოს ომში ჩართვას, ანუ ქვეყნის დანგრევას და ჩვენი ხალხის განადგურებას, მაშინ, როდესაც ამ ურთულესი დღეებიდან მოყოლებული, ჩვენი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ომი და ქაოსი ავაცილოთ თავიდან! ეს საპატიო მოვალეობა ღირსეულად შევასრულეთ და არა მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნეთ, არამედ უკვე მეოთხე წელია გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ქვეყანამ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. აქვე უნდა შევახსენოთ საზოგადოებას რომ ამ ყველაფერს და პირველ რიგში მშვიდობას შენარჩუნება და დაცვა სჭირდება! ომი საშინელებაა, და ეს, ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით. თუმცა, საბედნიეროდ, ყველა ომს აქვს დასასრული და იმედს გამოვთქვამთ, მალე, ჩვენს რეგიონშიც დაისადგურებს მშვიდობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)