|
2024-07-15 10:21:47, 404 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია გაეროს მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში დიდი ტღებიუკმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, კლიმატის ცვლილებების შერბილების კუთხით სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ გაეროს მუდმივ კოორდინატორს სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო და ყურადღება საკანონმდებლო კუთხით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა. მინისტრმა პარტნიორებს რეფორმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “გაეროს მხარდაჭერით, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, გარემოსდაცვითი მიმართულებით არაერთი რეფორმა განვახორციელეთ, მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები, რომელიც ფერმერებს, მეწარმეებს და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაში, მეტი შემოსავლის მიღებასა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაში ეხმარება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ჩვენი ვალდებულებები კიდევ უფრო გაიზარდა, რაც პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში დიდიე ტღებიუკმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან წლების განმავლობაში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გაერო საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. “ვაგრძელებთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, კლიმატის ცვლილების შერბილების, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ვხედავ გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციასთან ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. იმისთვის, რომ მივაღწიოთ მდგრად განვითარებას საქართველოში და შემცირდეს სიღარიბე, რაც ეროვნული პრიორიტეტია, აუცილებელია ადგილობრივ საზოგადოებასთან მუშაობა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა“, - განაცხადა ტღებიუკმა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში მამუკა მესხი ესწრებოდა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)