|
2024-07-12 16:08:57, 612 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ზურაბიშვილმა „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონში ცვლილების პაკეტს ხელი არ მოაწერა - დღეს ხელს მე მოვაწერ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში ცვლილებას ხელი არ მოაწერა. როგორც პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ცვლილების თაობაზე პაკეტს ხელს თვითონ მოაწერს. "საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ პაკეტი "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს მას, ანუ ვეტო არ არის. იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა ვეტოებთან დაკავშირებით, რომ არგუმენტად "იმიტომ" იყო მოყვანილი, როგორც ჩანს, ამჯერად "იმიტომ" არგუმენტით არ სურდა ქალბატონ სალომეს საპარლამენტო მდივანს პარლამენტში მოსვლა და ამიტომ, ხელი არ მოაწერა მას. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მე მოვაწერ ამ კანონს დღეს ხელს",- თქვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)