|
2024-07-12 15:35:17, 612 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - მთავარი წინააღმდეგობა „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის „რუსული ოცნებაა“
„მეგობარი აქტი“ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა „მეგობარი აქტის“ მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა. ბეჟაშვილის თქმით, „მთავარი წინააღმდეგობა" „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის „რუსული ოცნებაა". „ერთიანობის აქტში მოცემული გარანტიები საქართველოსთვის არის ის, რასაც ესწრაფვოდა საქართველო უახლოესი ისტორიის განმავლობაში, სადაც საუბარია „მეგობრობის აქტში“ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, უვიზო მიმოსვლაზე, ეკონომიკურ დახმარებაზე. რეალურად, ეს არის ის აქტი, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. მთავარი წინააღმდეგობა კი „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის ივანიშვილი და „რუსული ოცნებაა", რომელიც არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ",- ამბობს ბეჟაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)