|
2024-07-12 14:58:59, 599 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - „ქართული ოცნება“ არის საქართველოს სირცხვილი, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ
"ქართული ოცნება" არის საქართველოს სირცხვილი, რომლისგანაც ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, მმართველი პარტიის "დანაშაულებრივმა ქმედებამ საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესი ბოლომდე ჩამოშალა". "ალბათ, ყველას გვაქვს ერთი კითხვა - რა ხდება საგარეო ასპარეზზე? რატომ ხდება ამდენი ერთდროული ქმედება ჩვენი პარტნიორების მხრიდან? სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" დანაშაულებრივმა ქმედებამ ბოლომდე ჩამოშალა საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესი; ბოლომდე ჩამოშალა ჩვენი მეგობრული ურთიერთობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. დაფინანსებას აჩერებს საფრანგეთი, გერმანია, ამერიკა. სამწუხაროდ, ამას, ალბათ, მიჰყვება სხვა ქვეყნებიც. ნატოს კომუნიკეში აღარ არის საუბარი საქართველოზე, როგორც ნატოს მომავალ წევრ ქვეყანაზე და უმძიმესი ვითარება არის საგარეო ასპარეზზე. უფრო მეტიც, გუშინ მეგობრული აქტის მიღებით, უფრო მკაფიო გახდა, რა რეალობის წინაშე ვდაგავრთ დღეს. ხელში მიჭირავს ეს "მეგობარი აქტი", რომელსაც ორი მნიშვნელოვანი განზომილება აქვს. თუ ჩვენ 26 ოქტომბერს ვცვლით ხელისუფლებას და ვაგრძლებეთ დასავლური ინტერგრაციის გზას, ჩვენ ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს: უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან, თავისუფალი ვაჭრობა, ამერიკული ინვესტიციები, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, იგივე ევროკავშირთან და სხვა მიმართულებით. თუ ეს ავტორიტარული რეჟიმი რჩება ქვეყანაში, საქართველო ექცევა იზოლაციაში და გვემუქრება ეკონომიკური კოლაფსი, გვემუქრება კიდევ ერთი მიგრაცია, კიდევ ერთი გაჭირვება, კიდევ ერთი შიმშილობა და კიდევ უფრო მეტი საზღვარგარეთ გადახვეწილი მოსახლეობა. ალბათ, მთავარი კითხვა, რაც აქვს საზოგადოებას, სად არის გამოსავალი? გამოსავალი არის ერთიანობაში! იმისთვის, რომ ჩვენ ამ ძნელბედობის ჟამს გადავრჩეთ, საჭიროა, ყველანი დავდგეთ ერთად. იმისთვის, რომ საქართველო წავიდეს წინ, ახლა ერთიანობა არის საჭირო. აი, ის პოზიტიური გზავნილები, ის დელეგაციები, რომლებიც ჩამოდიან მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი აქციების დროს, ახალგაზრდების თუ უფროსი თაობების მასიური პროტესტის დროს, მთელმა მსოფლიომ დაინახა ქართველი ერის ერთიანი ნება, რომ ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროკავშირის და დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი. თანაბარი თანაბართა შორის და მთავარი საკითხი - დიახ, ჩვენი ამოცანაა 26 ოქტომბერს "ქართული ოცნება", რომელმაც თავი მოგვჭრა საქვეყნოდ, ამ სირცხვილისგან განვთავისუფლდეთ. "ქართული ოცნება" ეს არის საქართველოს სირცხვილი, რომლისგანაც ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, საქართველოს გადაარჩენს ერთიანობა, მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა და ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ ყველანი ერთად დავდგეთ და წინ დიდი გამარჯვებისკენ!" - ამბობს ვაშაძე.
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)