|
2024-07-08 12:56:18, 449 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად, თუმცა სახელი შენარჩუნებული აქვთ
ეს არის იმის აღიარება და დადასტურება, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის განცხადება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობასთან დაკავშირებით. კახა კალაძის თქმით, "სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის მიღება". „არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად, თუმცა სახელი შენარჩუნებული აქვთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ფინანსდებიან უცხოეთიდან, შესაბამისად, ამაზე ვსაუბრობდით, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ეს პროცესი. როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში, ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია არასამთავრობო, გამოდიოდეს და პოლიტიკურ პროცესებში ერეოდეს. ფრანკლინის კლუბი, სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციები საიდან ფინანსდება, ვინ აფინანსებს ამათ?! მე რომ არ შეგიყვანოთ შეცდომაში, მოიძიეთ და დარწმუნდებით, საიდან ფინანსდება. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის შემოღება, ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ ის ჩვენი ვითომ მეგობრები ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ამ სიბინძურეს შემდეგ ღიად ვერ დააფინანსებდნენ. როდესაც გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო სექტორს აფინანსებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგალითად, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობელთა ტრენინგი უნდა გამართულიყო და რეალურად რევოლუციაზე საუბრობდნენ. ეს უხერხულობები რომ ავიცილოთ თავიდან, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)