|
2024-07-08 10:32:19, 356 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია სასათბურე მეურნეობების მქონე ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სასათბურე მეურნეობის მქონე ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სასათბურე მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ერთწლიანი კულტურების წარმოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. „სამინისტრო არაერთი მიმართულებით ახორციელებს ფერმერების მხარდამჭერ პროექტებს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართული აგროპროდუქციის წარმოებას, რაც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი ბაზრის გაჯერებას, ასევე, საექსპორტო პოტენციალის ათვისებას. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მხარდამჭერი სახელმწიფო პროექტი დარგის წარმომადგენლებთან, ფერმერებთან და მეწარმეებთან განხილვის საფუძველზე იქნება და მათ საჭიროებებზეა მორგებული. შესაბამისად, ყველა სამუშაო ფორმატში სამომავლო გეგმებს განვიხილავთ“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით სამინისტროს მიერ არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, მათ შორის, აგროწარმოების ხელშეწყობის საპილოტე პროგრამა ქალებისთვის; გრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მხარდაჭერა იმ ფერმერების, რომელთაც სასათბურე მეურნეობებში მოყავთ მოსავალი.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)