18:30 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 08:19:46, 441 ნახვა

მსოფლიო
ცაჰკნა - ორბანი არ წარმოადგენს EU-ს და არც მისი სახელით განხილვის მანდატი აქვს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოსკოვში შესაძლო ვიზიტს ეხმაურება.

როგორც ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს, ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს.

"სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და უკმაყოფილება ორბანის პუტინთან შეხვედრის გეგმის მიმართ. ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს. ეს შეხვედრა არ შეესაბამებოდა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობებს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით",- წერს ცაჰკნა X-ზე.

ცნობისთვის, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უნგრეთის პრე-მინისტრი ვიქტორ ორბანი, საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსათან ერთად, რუსეთს ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ ორბანი რამდენიმე დღის წინ ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. მანამდე, უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics