|
2024-07-04 15:07:38, 444 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - 8 ივლისს ჩატარდება ღონისძიება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე
ვგეგმავთ, რომ 8 ივლისს ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ერთგვარი პრეზენტაცია, სადაც იქნება პარტიული ყრილობის ნაწილი, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის თავმჯდომარესთან მიმართებაში, ისევე, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან მიმართებაში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, შიდა პარტიული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილების განხილვა პოლიტსაბჭოს ფორმატში მოხდეს. „იცით, რომ პოლიტიკური საბჭო არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ეს არის სათათბირო ორგანო და ამიტომ, შიდა პარტიული დემოკრატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილება განვიხილოთ სწორედ პოლიტსაბჭოს ფორმატში. ამიტომ შევიკრიბეთ დღეს და ასევე, ჩვენ ვგეგმავთ, რომ 8 ივლისს ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ერთგვარი პრეზენტაცია, სადაც იქნება პარტიული ყრილობის ნაწილი, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის თავმჯდომარესთან მიმართებაში, ისევე, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, ამ საკითხებზეც, ისევე, როგორც სხვა სიახლეებზეც, რომელსაც ძალიან მალე მოისმენს და დაინახავს საზოგადოება. 8 ივლისს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია, რომელსაც ექნება პარტიული ყრილობის ელემენტი, სადაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, მათ შორის თავმჯდომარესთან მიმართებაში. იცით, რომ ლევან ხაბეიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესთავაზოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ იყოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე მექნება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებში შევიდეთ ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთმა წარმომადგენლობითმა ყრილობამ, როგორსაც ჩვენ ჩავატარებთ 8 ივლისს, სწორედ ამ ფორმატით განიხილოს და იმედი მაქვს მათი მხარდამჭერის შემთხვევაში დამტკიცდეს",- განაცხადა ბოკუჩავამ.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)