02:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-04 10:22:02, 606 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ უკრაინას 2,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 2,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინა აშშ-სგან 2,2 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტების დამჭერებს მიიღებს.

ამასთან ერთად, უკრაინას გადაეცემა დამატებით 150 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი.

"შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას 50-მდე მოკავშირესთან და პარტნიორთან ერთად, რათა უკრაინამ მიიღოს ის შესაძლებლობები, რომლებიც რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად არის საჭირო", - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics