10:24 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-02 11:26:29, 324 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „აისბერგ თბილისი“ მზის პანელებს დაამონტაჟებს

"საქართველოს ბანკი", როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, გარემოზე ზრუნვას და მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „აისბერგ თბილისი“ მზის პანელებს დაამონტაჟებს.

„აისბერგ თბილისი“ წარმოადგენს სამაცივრე სასაწყობე მეურნეობას, რომლის წლიური დანახარჯების უდიდესი წილი ელ.ენეგიის ღირებულებაზე მოდის.

პროექტის ჯამური ღირებულება 220 ათასი ევროა და ის "საქართველოს ბანკისა" და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ სუბსიდირებული ფინანსური რესურსით ხორციელდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „აისბერგ თბილისის“ ტერიტორიაზე, 500 კვტ. დადგმული სიმძლავრის TRINA SOLARIS მზის პანელები დამონტაჟდება, ჯამში 760 ერთეული. მზის სადგური წლიურად დაახლოებით 740 000 კვტ/სთ ენერგიას (საერთო მოხმარების დაახლოებით 20%) გამოიმუშავებს, რაც კომპანიას 200 000 ლარამდე დაუზოგავს.

„საქართველოს ბანკისთვის", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა და მწვანე მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, წლების განმავლობაში, ამ მიმართულების გაძლიერებისთვის, არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა კიდევ ერთმა პარტნიორმა კომპანია „აისბერგ თბილისმა“ ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე გადასვლის ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც საწარმოს მზის პანელებით აღჭურვას გულისხმობს. ენერგიის ალტერნატიულ საშუალებების გამოყენება ერთის მხრივ შეამცირებს გარემოზე ზიანს, ხოლო მეორეს მხრივ - კომპანიას მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს. წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ მწვანე მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას“, – განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics