|
2016-02-16 15:49:40, 1281 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს
თურქეთის ქალაქ მალათიას ერთ-ერთ რაიონში საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დადგენილი ინფორმაციით, გარდაცვლილი 39 წლის მირიან ბოგვარაზეა, რომლის ცხედარიც მიტოვებულ სახლში დღეს იპოვეს. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. "თურქეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საკონსულოში უკვე შესულია, შესაბამისად საკონსულო ინფორმირებულია და ოჯახის წევრებთან აქვს კონტაქტი. გამოძიება უკვე დაწყებულია" , - განუცხადა "ექსპრესნიუს" საგარეო უწყების პრესსამსახურმა. თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. მკვლელობა თურქეთის ქალაქ მალათიას ერთ-ერთ რაიონში მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)