10:23 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-01 20:17:14, 409 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურამ არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის  ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივნისს, ბრალდებულებმა ფ.ქ.-მ და ე.ქ.-მ დაზარალებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში შეიტყუეს, რის შემდგომაც გაკოჭეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული ფაქტი ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და მოგვიანებით, ვიდეოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში განათავსეს, რომელსაც დაზარალებულისთვის შეურაცხმყოფელი ტექსტი მიაწერეს.  

"სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს.  ფ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობა) , ხოლო ე.ქ.-ს - სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება სხვა დამნაშავე პირთა გამოვლენისა და დადგენის მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics